კომპანია ECOSTEAM წარმოგიდგენთ კომპანია Idromatic-ის (იტალია) პროფესიულ მოწყობილობას, რომელსაც გააჩნია მთლიანად ავტომობილის კომპლექსური რეცხვისა და დალაგების განხორციელების უნარი წყლის ორთქლის მძლავრი ჭავლით, რომელშიც შეთავსებულია მაღალი ტემპერატურა და წნევა. 

ჩვენი სამრეცხაო მოწყობილობა გთავაზობთ ხარისხიანი კომპლექსური რეცხვის პრობლემის გადაწყვეტას 30-ჯერ ნაკლები წყლის მოხმარებით, ვიდრე ტრადიციული ხელით რეცხვისას. მუშაობისას პრაქტიკულად არაა საჭირო ქიმიის გამოყენება (იშვიათი გამონაკლისის გარდა), წყლის ხარჯი მინიმალურია, რაც ნიშნავს ჩასაშვები და საწმენდი ნაგებობების საჭიროების არარსებობას.

ჩვენი მოწყობილობა გასაწმენდად იყენებს მაღალი წნევის წყლის ორთქლის ზემოქმედების ეფექტს (8-15 ბარი) ტენიანობის რეგულირებადი დონით. გააჩნია 4 პისტოლეტის მიერთების საშუალება.

ორთქლი სწრაფად და ხარისხიანად ახორციელებს მთლიანად ავტომობილის კომპლექსურ რეცხვასა და დალაგებას:  

ძარასა და ლაქ-საღებავის საფარზე: აშორებს მტვერს, ჭუჭყს, ზეთოვან და ბიტუმის ლაქებს, აცილებს მწერებს, ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას !!

ბორბლების დისკოები:ხუნდებიდან აშორებს ნამწვს, მტვერს, ჭუჭყს, ცხიმოვან და ბიტუმის ლაქებს !!

ძრავა: აშორებს მტვერს, ზეთოვან ნაღვენთებს, ასუფთავებს ელექტროგაყვანილობას !!

სალონი: აშორებს მტვერს, წმენდს ტყავს, ველიურს, ხალიჩებს გაშრობაზე დროის დაკარგვის გარეშე, პლასტიკს, შუშებს. ტარდება სრული ეკოლოგიური დეზინფექცია, სუნის და მისი გამომწვევი ბაქტერიების მოშორება, სრულდება კონდიციონერისა და ვენტილაციის ჰაერსადენების წმენდა და დეზინფექცია, ტარდება ძნელად მისაწვდომი ადგილების წმენდა და ანტიალერგიული დამუშავება. სიგარეტის ბოლის შემდეგ სალონი კარგად სუფთავდება არასასიამოვნო სუნისგან.

 საბარგული:  ტარდება სრული ეკოლოგიური დეზინფექცია!!

 ამ მოწყობილობის დახმარებით ავტოსამრეცხაოში შეიძლება მშვიდად გაიწმინდოს ხალიჩის საფარი.